“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა უკრაინიდან, მიხეილ სააკაშვილთან სტუმრობის შემდეგ, მედიასთან კომენტარს აკეთებს და ამბობს:
“მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ 30 წელზე მეტია და ვიცი მისი ენერგია, როგორი იყო და დღეს სულ სხვა ადამიანია. დღეს დავინახე მისი სისუსტე, მოძრაობის არარსებობა, ძირითადად ზის, რაც მთავარია, მიზანმიმართულია და იცის, რომ იბრძოლებს ქვეყნის გამარჯვებისთვის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სააკაშვილის მიმართ მიდის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.
გამოსავალი არის ხალხი, საზოგადოება და იცით, როცა იგი რაიმეს აკეთებდა, აკეთებდა ხალხთან ერთად.
მე უკრაინიდან ჩამოვედი და იცით, პრეზიდენტის და შესაბამისი უწყებების განცხადებებიც იყო, უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეს არასდროს არსად არ ტოვებს – ეს იცოდეთ. ეს დიდი ქვეყანაა, აქვს ამისი რესურსი და არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, თავისი მოქალაქე სადმე უყურადღებოდ დაეტოვებინოს.”
კომენტარები