აშშ-ში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი:
,,ჩემს ირგვლივ, უამრავი ადამიანი, მათ შორის დემოკრატების დამფინანსებლებიც კი ჰარისის წინააღმდეგ აძლევდა ხმას ორი არგუმენტით…
თვლიან რომ ჰარისი “დანიშნული” კანდიდატი იყო და არა არჩეული, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტს და მეორე, ტრამპის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ გააქტიურებულ სასამართლო დავებში პოლიტიკურ მოტივს ხედავდნენ. პოლიტიკურად მოტივირებული საქმე კი მათთვის ნიშნავს სასამართლოზე პოლიტიკური ნების გავლენას, რაც ასევე ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულელებს.
ამერიკა მართლა დგას მოქალაქეების პატიოსან შრომასა და პატიოსან არჩევანზე. რამდენად სწორია ეს არჩევანი ამას დრო აჩვენებს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის თავისუფალი არჩევანის უფლება და სასამართლოს სისტემის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ხელშეუხებლობა.
მართლა საოცარი ქვეყანაა. საყურეებიანი ბიძინა ბილბორდზე სალომეს არჩევნებს ვერ მოიგებდა ასეთი მოქალაქეების პირობებში. ეს უფრო მნიშვნელოვანი ამბავია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პარტია ოთხი წლით თეთრ სახლში. ასეთი ტიპის ქვეყნებში კონსტიტუციაა იმის გარანტი რომ ვერანაირი “სულელი / გიჟი” პოლიტიკოსი ცალკე აღებული ვერ შეძლებს ამ ქვეყნის სწორი რელსებიდან გადაყვანას.”
კომენტარები