ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები მმართველ პარტიაში დღის წესრიგში არ დგას.
“არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები – რაც არ უნდა გადაწიონ და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება – 2022-ში, 2023-ში, ორი თვით ადრე, 2024 წლის არჩევნებამდე თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში, ეს მინდა ყველამ იცოდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში. ამ ქვეყანაში გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა – ეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს“
კომენტარები