სოციალურ ქსელში „სტრატეგიას აღმაშენებლის“, „დროასა“ და „ გირჩი-მეტი თავისუფლებას“ გაერთიანებას ეხმაურება ჟურნალისტი და ანალიტიკოსი გია გაბრიჩიძე:
„გიორგი ვაშაძე – „3 პოლიტიკური ძალა საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით – ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს სამშობლოს გადასარჩენად საერთო სამოქმედო გეგმას.“
“ძალაო”, “3 პოლიტიკური ძალაო”. აუუუ, ძაან მაგარია. “ეს ნიშნავს სამშობლოს გადასარჩენად საერთო სამოქმედო გეგმასო”.
ეს ჟურნალისტებიც რომ ეკაიფებიან და ალაპარაკებენ. სამი პოლიტიკური ძალაო ხალხოო. მართლა მაგარია,“ – წერს გია გაბრიჭიძე.
ცნობისათვის, „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მისი პარტიის, ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას “დროას” გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან თქვა:
.”არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით სამი პოლიტიკური ძალა – იმედია, ეს წრე გაფართოვდება.”
კომენტარები