,,ფედერალისტების” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,ძალიან მნიშვნელოვანია დაიჯეროთ, რომ ჩვენ უკეთესი კარტი გვიჭირავს, ვიდრე ბიძინას.
და როცა ეჭვი შეგეპარებათ, ირწმუნოთ, რომ აი ეგ მომენტია ის, რაც დაგაწვენთ და ივანიშვილს ძალიან ცუდი კარტით მოაგებინებს.
1. უპრეცედენტო პროტესტი
2. უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლაცია
3. უპრეცედენტო პოლიტიკური პროცესი, რომელიც კრისტალიზებადია და ქვემოდან ზემოთ, ახლა იბადება ხალხის დაკვეთით, ბელადების და ფულის ტომრების დაკვეთის ნაცვლად.
ესაა ჩვენი სამი საყრდენი – მესამე ყველაზე სუსტი და საზრუნია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ესეც ხდება”
კომენტარები