პროდიუსერი, ირაკლი კალანდაძე:
“სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაწირა საკლუბო სცენა განადგურებისთვის.
მაშინ როცა საკლუბო ინდუსტრიამ შეასრულა ყველა საჭირო ღონისძიება უსაფრთხო გახსნისთვის, ჩაატარა 2 ტესტ ივენთი რომელმაც ვალიდურ კვლევად აღიარება თვითონ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო, სახელმწიფოსგან უამრავჯერ მიიღო დაპირება შესაბამისი გახსნის შესახებ. მათ შორის 2-ჯერ ბოლო 2 კვირის განმავლობაში.
საბოლოოდ შედგა შეთანხმება და გაიცა გარანტიები რომ საკოორდინაციო საბჭო მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას (ბოლო შეთანხმებით პარასკევს, 17 დეკემბერს) და შეგვეძლებოდა ივენთების კეთება.
ამის შემდეგ საკლუბო სცენამ დაანანონსა ღონისძიებები, დაიწყო მზადება, შესაბამისად კიდევ ერთხელ გაიღო სხვადასხვა საორგანიზაციო ხარჯი.
თუმცა მოხდა კლასიკა და მთავრობამ კიდევ ერთხელ იკადრა უკადრებელი სიბინძურე – ადგნენ და ერთი ხელისმოსმით გადაწყვიტეს რომ ამ ვიქნედზე არაფერიც არ გაიხსნება.
ამით კიდევ ერთხელ, ამჯერად სრულიად ბოლომდე სცადეს სცენის განადგურება.
რას დაიჭერთ, აი მაგას ვნახავთ.
…
ესაა ნაბიჭვარი ხალხის ნაბიჭვრულ ტვინში დაბადებული აზრი მხოლოდ – თვითონ გააკეთონ საახალწლო კონცერტები, კრამიტებით ისხან რესტორნებში ღვინო და მეორეს მხრივ – 2 წლის გაჩერებულ ადამიანებს არ აძლევდე მუშაობის საშუალებას.
ყუელააას მერი სადაა ამ დროს? ფუF.
…
აი, შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი და უბრალოდ ბრწყინვალე შედევრი –
ერთ მხარეს კლუბები, რომელსაც მთავრობამ აუკრძალა საქმიანობა.
მეორე მხარეს მთავრობა, რომელიც თავისთავს ნებას აძლევს აკეთოს იგივე, რასაც სხვას უკრძალავს.
მათივე ლოგიკით, პირდაპირ ხალხს ხოცავენ ამით.
პ.ს. შეგახსენებთ აქვე – ტესტ ივენთებზე ვირუსის გავრცელება იყო 15ჯერ დაბალი მინიმუმ, ვიდრე უბრალოდ ქუჩაში.
ახლა დათვალეთ, რა მოხდება ახალ წელს კონცერტებზე.”
კომენტარები