დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვარკეთილში მდებარე ანას ბაღის დამცველებს “უსაქმური ადამიანების ჯგუფს” უწოდებს.
მისი მტკიცებით, ანას ბაღს არაფერი ემუქრება და რომ მისივე მერობის პერიოდში, “ბევრი სკვერი და პარკი გადაარჩინეს”.
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მშნებელობა, რომელიც მიმდინარეობს, ანას ბაღთან კავშირში არაა. პირიქით, ანას ბაღი კიდევ უფრო გაფართოვდება”, – ამბობს კალაძე.
ანას ბაღის მიმდებარედ კორპუსს მაინც აშენებენ. ამის გასაპროტესტებლად დღეს, 23 მაისს 17 საათზე თბილისის მერიასთან ანას ბაღის დამცველების აქცია იგეგმება.
კომენტარები