რამდენიმე წუთის წინ, შს მინისტრის მოადგილემ განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ სწორედ ბადრი ესებუა იძებნება ბანკზე თავდასხმის გამო:
“თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამით, რაც შეეხება ფოტოს გავრცელებას – ჩვენ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან, მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი, იმიტომ რომ, მისი აგდილსამყოფელის დადგენის პროცესში ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდგომ იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენ მიერ ამ ფოტოების გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა
ჩვენ მოვუწოდეთ მედიასაშულებებს, არ გაევრცელებიათ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მონაცემებს, ვარაუდობდით, რომ მსგავსი ინფორმაცია შეიძლებოდა მისულიყო მედიამდე. უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრეტაციის მიზნით გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე, ტერორიოსტული აქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მონაცემები, რაც ხელს უშლის გამოძიებას.”
არაერთი ექსპერტი წერს, რომ ძებნილის ფოტოს გავრცელება, გარდა იმისა, რომ ძიებას უწყობს ხელს, მოსახლეობასაც იცავს, მაგრამ – შსს-მ უკეთ იცის.
მართალია, შს მინისტრის მოადგილემ ვერა და ვერ დაიმახსოვრა, რომ 2010 წლის შემდეგ, აღარ არსებობს ტერმინი – ეჭვმიტანილი და ასეთი ტერმინი აღარ ფიგურირებს არც ერთ მოქმედ კანონში – მაგრამ, ტერმინებზე “ალია” არ შევედავებით, რაც მთავარია ძებნილის პოვნის პროტოკოლი იცის, ალბათ!
ბეწვზეა, როგორც ვატყობ, ესებუა გადარჩენილი, მისი ფოტო რომ არ გავრცელებულიყო, აღარ დაიმალებოდა და იპოვნიდნენ!
სამაგიეროდ, ახლა დამალვა გაუჭირდება, სადაც უნდა იყოს, ყველგან იცნობენ!
კომენტარები