ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი, აკია ბარბაქაძე, “ტვ პირველთან” საუბრობს ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაზე და ამბობს:
ეჭვი მეპარება ეს იყოს სამხედრო, თავისი გადაადგილების მანერით, სამწყობროს კვალი არ ეტყობა მის მიხვრა–მოხვრას. ესებუა იყო თავდაჯერებული, ეს არ არის. ესებუას დროს, მძევლებშიც ნაკლები პანიკა იგრძნობოდა, აქ მეტი პანიკა იგრძნობა. ვფიქრობ, ეს არის არასწორი მოლაპარაკლების გამო. მომლაპარაკებელი გუნდი ან გამოსაცვლელია, ან არ არსებობს მომლაპარაკებელთა გუნდი. ბევრი რამეა მომლაპარაკებელზე დამოკიდებული, თუ არ იციან ეს როგორ ხდება, კინო ხომ მაინც აქვთ ნანახი? როცა ასეთი რამე ხდება, მთელმა ქალაქმა იცის ვინ არის მომლაპარაკებელი. პიროვნულად იციან, მას აქვს გამოცდილება, ფსიქოლოგიურიც, იცის ეს როგორ აწარმოოს. ის, რომ ამ ტერორისტთან მომლაპარაკებელმა ვერ მიაღწიოს გაგებას, ეს დასაშვებია, მაგრამ მძევლების მხრიდან რომ ნდობა არ არის და პანიკა არიან, ეს ნიშნავს, რომ არასწორად მიდის მომლაპარაკებლის კუთხით, ან პროფესიონალიზმი აკლია, ან საერთოდ არ არსებობს. პანიკა პოლიციისა – გადამდებია როგორც მძევლებზე, ისევე ამ ტერორისტზე.
თანამედროვე სოციალური ქსელების გადამკიდე, არ არის აუცილებელი იყო პროფესიონალი, დაგუგლავ და შეისწავლი, მანქანებს აკეთებენ გუგლის მიხედვით და კუსტარულ ასაფეთქებელს ვერ გაამზადებს?
სამხედროობა არ ნიშნავს, ბანკის ძარცვის პროფესიონალიზმს, სამხედროს შეიძლება ასწავლო ომი და არა ბანკის გატანა და სპეცრაზმელების გაცურება. კი დაგეგმვის მეტი ნიჭი აქვს, უფრო მომთხოვნი და დაკვირვებულია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ისინი კრიმინალისტებად გვყავს მომზადებული. კუსტარულია, თუ არაა, საშიშია და ამ ადამიანებს იმსხვერპლებს, თუ აფეთქდა. კუსტარული შეიძლება უფრო საშიში იყოს. ეს ადამიანი შეიძლება ფსიქიკურადაც არ იყოს გაწონასწორებული და ეგ კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ჩვენ დავაყენოთ ჩვენი თავები იმ 12 ადამიანის, კარგი ახლა 9 არის… აბა, ჩემი შვილი იყოს და თქვენი შვილი იყოს და იმაზე ვიყო დამოკიდებული, გომელაური როდის მიიტანს ჩემოდნით 2 მილიონს? და შემდეგი რა იქნება, 10 მილიონი? თუ ბანკები არ იქნა დაცული, ჩვენი ოჯახები როგორ იქნება დაცული? ასე გვინდა ქვეყნის აშენება?
კომენტარები