ანი დვალიშვილი
რასაც ახლა ვიტყვით, ჯერ არავის უღიარებია. როგორც „ალიას“ წყარო გვეუბნება, ბადრი ესებუამ საკუთარი ადგილსამყოფელი სამართალდამცავებს თავად უკარნახა და თავად დაეჭერინა. გვიყვებიან, რომ ესებუასთან მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ კომუნიკაცია, უთხრეს, რომ ციხეში მის ძმას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და ძალოვნები მის გამოშვებას არ აპირებენ. ჰოდა, მშობლებისა თუ ძმის ხათრით, ესებუა გარიგებაზე წავიდა, ჩაბარების სანაცვლოდ ძმის გათავისუფლება ითხოვა. სასამართლომ ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავს და 4-წლიანი სასჯელი მიუსაჯა. მას ე.წ. „უდო“ მიმდინარე წლის დეკემბერში ეხება და ციხიდან მანამდე თუ არა, დეკემბერში აუცილებლად გაუშვებენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბადრი ესებუა დააკავეს, მისი ძმა სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას მიიღებს. ჰო, ხელისუფლება ესებუას იმასაც დაპირდა, მაქსიმუმს არ მოგისჯით, ძველ დამსახურებებს გავითვალისწინებთ და ყველაზე დიდი, 12 წელს მოგცემთ, მერე კი შეწყალებასა და „უდოზე“ ვიფიქროთო.
კომენტარები