კახა კალაძე 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებზე აცხადებს:
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მათ შორის, ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრა თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვისმენდით ამ დროის განმავლობაში დღესაც აგრძელებენ. შესაბამისად, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ და ვინ არიან. მათ განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვთ“ (ინტერპრესნიუსი)
კომენტარები