ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი:
„ესენი თავის შიგა პარტიულ ბრძოლაში, საკუთარი თანამებრძოლების მიმართ იყენებენ ამ მეთოდებს და ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ, ვინმეს გჯერათ რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თავიანთი ოპონენტების წინააღმდეგ იგივეს და უარესს არ გააკეთებენ? ესენი, გუშინ რომ გვიმტკიცებდნენ ჩვენზე ერთიანი პარტია არ არსებობსო, თურმე ერთმანეთს არჩევნებზე ძირავდნენ და ებრძოდნენ როგორც მტრებს და ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში ყველა ოპონენტს მტრად არ გამოაცხადებენ და მთელ სახელმწიფი რესურსს, ნებისმიერ მეთოდს არ გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ? რომელიმე ჭკუათმყოფელმა შეიძლება ეს დაიჯეროს? ის, თუ როგორც მიმდინარეობს ენმ-ში წინასაარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე, უბრალოდ ადასტურებს, რომ ვერც ვერაფერი გაუგიათ, რას ედავებოდა მათ საზოგადოება, რის გამოც გადაირჩიეს ისინი 2012-ში და არც იმის შანსი ჩანს, რომ რაიმე შეიგნონ.
P.S. ისე, როგორც ამ შიდა არჩევნეზე ატეხილი ალიაქოთის შედეგად ირკვევა, არაფორმალური მმართველობა, რის წინააღმდეგაც ამდენი წელია თითქოს იბრძვის ენმ, ყველაზე დიდი პრობლემა თავად მათთვის ყოფილა. ჰოდა, სანამ სხვისკენ ხელს გაიშვერთ, ჯერ საკუთარი ოლიგარქებისთვის ხომ არ უნდა მოგევლოთ ბატონებო, აი იმათთვის, რომლებმაც ფული სწორედ რომ ამ ქვეყნის ხარჯზე იშოვეს? ეს ის ხალხი არ არის რომელთა პატიოსნებაზე თავს დებდით და პოლიტიკურ დევნილებათ გვიცხადებდით?“
კომენტარები