,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,ესენი მალე ირინა ენუქიძის საფლავთანაც მივლენ…
გასული 12 წელია ამისი მიზეზი, მაგრამ არ ყოფილა არანაირი სამართლიანობა დედამიწაზე. აი, ეს მასწავლა ცხოვრებამაც და ქართულმა პოლიტიკამაც… ვისაც უნდა, როგორც უნდა, როცა უნდა, ისე ავნებს ქვეყანას და ხალხს და მერე… სევდიანი სახით მიბრძანდება და თავისსავე უგუნურობით განწირული ხალხის საფლავთან გვირგვინს დადებს.
და სტატისტიკა, კვლევა, გამოკითხვა, თუ რაღაცა ჯანდაბა დაგვარწმუნებს იმაში, რომ მაინც ესენი უნდა და მოწონს, თურმე, ხალხს. თანაც, ამ დიდ და ნათელ ტყუილს ხელს 12 წელია უწყობენ, უწყობენ და უწყობენ, ამიტომაც ახალგაზრდებისთვის, რომელთა მამებსაც ციხეებში ცემდნენ და აწამებდნენ დღეს ავტორიტეტები და მისაბაძი გმირები იმ რეჟიმის სახეები გახდნენ… უბედურება არაა ახლა ეს?”
კომენტარები