ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა:
“მამუკა ჩხიკვაძის ე.წ. სასამართლო პროცესზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, ე.წ. პროკურორი ითხოვდა 5 წლიან პატიმრობას.
დღევანდელი პროცესი გადაიდო და ჯერ არ ვიცით, როდის გაიმართება საბოლოო სხდომა..
ესეთი ” აქტიურობით ” ჩვენი ხელისუფლება მამუკა ჩხიკვაძეს ჩატოვებს პატიმრობაში.
მინდა მჯეროდეს, რომ ზუსტად აი ეხლა, ამ კრიტიკულ პოსტს რომ ვწერ, ჩვენი ხელისუფლება მუხლჩაუხრელად მუშაობს, გააქტიურებული აქვს ყველა ოფიციალური და არაოფიციალური არხი და ალაგებს სიტუაციას, როგორ დაიხსნას ჩვენი დატყვევებული მოქალაქეები ოკუპანტების ტყვეობიდან… ცდილობს, რომ შემდეგ სხდომაზე ე.წ. მოსამართლემ გამოიტანოს “გამამართლებელი” განაჩენი და მამუკა ჩხიკვაძე სხვა დანარჩენ ტყვეებთან ერთად დაგვიბრუნონ..
მინდა, რომ მჯეროდეს,მინდა, რომ ესე იყოს…”
კომენტარები