ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:
“ევროპის სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანება მოხდა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის დროს , რომელსაც გენიალური დიპლომატი თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. მან ბევრი იშრომა საგარეო ფლანგზე საქართველოს ყოლოდა ძლიერი პარტნიორები.
ეს პოლიტიკური ჯგუფი ეხმარებოდა საქართველოს ინტერესებს როცა საქმე ეხებოდა ოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის თემას !
იმ წლებში ბევრი რამ გავაკეთეთ და არ იყო იოლი პროცესი.
ეს უდიდესი პოლიტიკური ჯგუფია, რომლის მხარდაჭერა სულ გვჭირდებოდა და ქვეყნის ინტერესს ამ მხარდაჭერას ვუსადაგებდით.
და ახლა ესეც დაანგრია ამ შემთხვევით მოსულმა, ვითომ მეოცნებეთა ჯგუფმა…
სახიფათო და ცუდი ტენდენციაა ევროპისკენ ზურგის შექცევა ასე დემოსტრაციულად !”
კომენტარები