კობა ხაბაზი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ესეც მესამე.
ნამდვილად არ ვიცი დავიმსახურე თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი რას ნიშნავს ჩემს მიერ გასროლილი თითოეული ნაღმი:
ეს უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გასროლილი ნაღმია;
ეს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გასროლილი ნაღმია;
ეს ჩემთვის მიშას თავისუფლებისთვის გასროლილი ნაღმია.
მახსოვს, როცა საქართველოს ღირსების ორდენი გადმომცეს, რაოდენ მძაფრად ვიგრძენი ვარდების რევოლუციისა და აჭარის რევოლუციის გმირული ეპოპეის თითოეულ მონაწილეთა წინაშე პასუხისმგებლობა.
ანალოგიური განცდა მქონდა, როცა უკრაინის საპატიო პატრიარქმა უკრაინული ღირსების ორდენი გადმომცა, ორდენი მაიდნის გმირების წინაშე პასუხისმგებლობით იყო გაჟღენთილი.
დღეს კიდევ უფრო მძაფრი იყო შეგრძნება, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი გმირების წინაშე, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი – ის თითოეული მებრძოლის წინაშე, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის წინაშე.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
კომენტარები