ესპანეთის წამლის სააგენტომ ქვეყნის პირველი საკუთარი ვაქცინის ადამიანებზე კლინიკური ცდებისთვის ნებართვა გასცა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს.
ვაქცინა PHH-1V ესპანურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Hipra შექმნა. მისი განცხადებით, 2023 წლისთვის ვაქცინის 1,2 მილიონი დოზის წარმოება იგეგმება.
კვლევების პირველი ფაზის დროს PHH-1V-ს სხვა ავტორიზებული ვაქცინების მოქმედებას შეადარებენ. ამ ეტაპზე ცდებში მონაწილეობას 18-დან 30 წლამდე 30 მოხალისე მიიღებს.
ვაქცინას გატესტავენ მოხალისეებზე, რომელთაც კორონავირუსი არასოდეს გადაუტანიათ და COVID-19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა მიუღიათ.
ამასთან, მოხალისეებს არ ეცოდინება, მიიღეს რომელი ვაქცინა მიიღეს მათ – PHH-1V თუ სხვა პრეპარატი.
კომენტარები