ჩრდილოეთ ესპანეთში, ერთ-ერთი ქალაქის მერის თანაშემწე-მრჩეველმა ვიდეოკონფერენციის დროს ბანაობა გადაწყვიტა, რამაც აღშფოთება გამოწვია სახელისუფლებო წრეებში, რის გამოც მას თანამდებობის დატოვებამ მოუწია. ამის შესახებ სტატიას GUARDIAN-ი წერს.
კვირის დასაწყისში ქალაქ ტორელავეგაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კორონავირუსული პანდემიის ფონზე დასახლებაში არსებული პრობლემების განსახილველად შეიკრიბნენ. აღნიშნული განხილვა ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა, რომელსაც ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
შეხვედრა რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდა. ვიდეოკონფერენციას ბერნარდო ბუსტილო ესწრებოდა, რომელიც ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა- მას მეორე სამსახურიც აქვს- იგი ცურვის ინსტრუქტორი გახლავთ. მას შემდეგ რაც აღნიშნული შეხვედრა დაგეგმილზე მეტი დროის განმავლობაში წარიმართა, მამაკაცმა ჩათვალა რომ ცურვაზე წასვლას ვერ მოასწრებდა თუ „შხაპს დროულად არ მიიღებდა“.
მან დროის მოგების მიზნით, ქალაქის მმართველი საბჭოს ლაივ რეჟიმში მიმდინარე განხილვა არ დატოვა და კომპიუტერი სააბაზანოში შეიტანა, თუმცა ვიდეოკამერის გამორთვა დაავიწყდა-მის ბანაობას კონფერენციის დამსწრეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უყურა. მიუხედავად იმისა, რომ კამერა ჩართული იყო, ბერნარდოს ბანაობის მხოლოდ ის მომენტი იყო ასახული, რა დროსაც აბაზანის კაბინა ცხელი წყლით წარმოქმნილი ორთქლის შედეგად დაიფარა, თუმცა დამსწრე საზოგადოებამ მამაკაცის შიშველი სხეული სრულად იხილა მას შემდეგ რაც იგი სააბაზანოდან გამოვიდა.
ქალაქის მერმა ვიდეოჩართვა დროზე ადრე დაასრულა. მომხდარი ინციდენტის მოქმედმა პირმა კი აღნიშნულის გამო თანამდებობა დატოვა.
კომენტარები