ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონია გომესს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ლა მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან.
ესპანეთში კორონავირუსით 196 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 6400-ს უახლოვდება.
კომენტარები