ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ესპანეთში. შემთხვევა კუნძულ გომერაზე დაფიქსირდა, რომელიც კანარის კუნძულების შემადგენლობაში შედის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “როიტერსი” ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი ხუთ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისათვის ყველა მათგანი იზოლირებულია. ისინი მადრიდში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.
კომენტარები