ესპანეთში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე კავშირზეა გარდაცვლილის ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
კომენტარები