ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის შედეგად განადგურდა სახლები, დაიტბორა გზები და დაზიანდა სარკინიგზო ხაზები.
კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცუდი წყალდიდობები გამოიწვია და მასშტაბურ სტიქიად იქცა.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ კრიზისის მართვის კომიტეტი შექმნა და 1 600-ზე მეტი ჯარისკაცი სტიქიის ზონაში გაუშვა.
ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
კომენტარები