ესპანეთში წყალდიდობას საფეხბურთო კლუბ ვალენსიას ყოფილი ფეხბურთელი, 28 წლის ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა.
ტრაგიკულ ინფორმაციას Valencia CF ეხმიანება და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.
“ვწუხვართ მომხდარი კატასტროფის გამო, რომელსაც ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა,“ -წერს საფეხბურთო კლუბი.
28 წლის ხოსე თავისი ქვეყნის უამრავ კლუბში თამაშობდა, მათ შორის გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა ლა ლიგის გიგანტებში თამაშით. ვალენსიის აკადემიაში კასტილიეხო ნახევარმცველის პოზიციაზე იმყოფებოდა. ასევე თამაშობდა პატერნას, CD Bunol-ის, Recam Colon-ისა და Torre Levante-ში.
კომენტარები