ფლორიდელმა შერიფმა თავის განცხადებაში შტატის მაცხოვრებლებს მოუწოდა, რომ მათ სახლზე თავდასხმის შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნან მძარცველებს:
“მე მინდა ვუთხრა და გავაფრთხილო მძარველები – თუ თქვენ სიცოცხლე გიღირთ ნუ შეიჭრებით პოლკის ოლქში არსებულ სახლებში, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან უყვარს იარაღი, ფლობენ მათ და ისინი ამ ღამით თავიანთი დატენილი იარაღებით დაგხვდებიან სახლებში
თქვენ თუ გადაწყვეტთ შეიჭრათ მათ სახლებში, რათა მოიპაროთ, ცეცხლი გააჩაღოთ, მე მოვუწოდებ მოსახლეობას გამოგაგდონ სახლებიდან იარაღის დახმარებით. ასე რომ შეეშვით მოსახლეობას“
სამართალდამცავის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კრიმინალები დააპირებენ ზემოხსენებულ ოლქში უკანონო ქმედებების განხორციელებას და ძარცვას, იარაღის მფლობელები ინადირებენ მათზე.
კომენტარები