საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა განაცხადა:
„სპეკულირებას არ დავიწყებ ამ საკითხზე, რადგან რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება გადაწყვეტილების შესახებ. ესტონეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის სრულად მინიჭებას. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც სხვებთან ერთად განვიხილავთ, თუმცა წინასწარ არ ვიცით, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. სამი შესაძლო ვარიანტი არსებობს. პირველი ეს არის, არ მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, მეორეა კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარკვეული პირობებით და მესამეა უშუალოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მთელი ყურადღება ამჟამად უკრაინაზეა გამახვილებული და შესაძლოა, ცოტა მეტი რამ მიიღოს უკრაინამ დანარჩენ ორ სახელმწიფოსთან შედარებით, თუმცა წინასწარ არავინ იცის, რა გადაწყვეტილებაზე შეჯერდება ევროკავშირი“
კომენტარები