31 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა-მარია ლიმეტსმა სხვა ქვეყნებს შესთავაზა, რუსეთის ენერგორესურსების გადასახადების უკრაინის აღდგენის ფონდისთვის გამოყენება.
“რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმ დამანგრეველ შედეგებსა და ომის დანაშაულებზე, რომელიც უკრაინაში გამოიწვია” – თქვა ევა-მარია ლიმეტსმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში გაყინული აქტივები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის სახსრების წყაროდ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების დეტალები უახლოეს დღეებში გადაწყდება, რათა აიძულონ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება.
წყარო – ტაბულა
კომენტარები