ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა მომწერეს, რომ „მიღმიერ ფეისბუქში“ მლანძღავენ, რომ თურმე ქართველ ასტროლოგებს შორის ერთადერთი ვარ, ვინც ვაქცინაციას ემხრობა და ეჭვი უჩნდებათ, რომ მომისყიდეს და ამით ეზოთერიკასაც ვუღალატე.
ღმერთო, არ ვიცი რა ვთქვა.
ჯერ ერთი, რომ სხვა ასტროლოგებთან მართლა არ გამივლია კონსულტაციები და ამ საკითხზე არ მიკითხავს მათთვის აზრი. თუმცა არ მგონია ეს ასე იყოს. ასტროლოგებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა ასტროლოგებს შორის ნამდვილად არიან გონებაგახსნილი ადამიანები.და მეორეც, ეს რომ ასეც იყოს, დიდ მარტინ ლუთერს თუ დავესესხები, „მე აქ ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს“.
ეს არის ჩემი როგორც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის, როგორც მოქალაქის პოზიცია და მნიშვნელობა არ აქვს მე ასტროლოგი ვარ, მფრინავი თუ მენახირე. მომიტევეთ, ვისაც იმედი გაგიცრუეთ.
და აქ უკვე თუ დიდ ქრისტეფორე მგალობლიშვილს დავესესხები: „ვინ არის ჩვენს შორის მართალი, იქ გამოჩნდება – ზეცაში“.
აბსოლუტურად ყველას ჯანმრთელობას და მშვიდობიან წელს გისურვებთ!“„
კომენტარები