მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი – დღეს ადვოკატები კიდევ ერთხელ, ღიად საუბრობენ მოწამვლაზე და ამბობენ, რომ ტოქსიკოლოგიური ექპერტიზის დასკვნა ხვალ გასაჯაროვდება.
“ალიამ” 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა იურისტის, სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ის მოწამვლის ეჭვზე საუბრობს და ამბობს:
-მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, უარესდება. ფეხზე ვეღარ დგება, საწოლიდან ვეღარ დგება, ტუალეტშიც კი ვერ დადის დამოუკიდებლად. სულიერად კია მხნედ, ლაპარაკობს, მაგრამ რომ ვერ მოძრაობს, ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ რაღაც სჭირს ამ კაცს. ეჭვი არის, ხომ იცი, რომ მოწამლულია. თუმცა, ეს ჯერ ეჭვია და არ არის დადასტურებული.
იგივე სიმპტოპები აქვს, რაც ალექსეი ნავალნის ჰქონდა. ანუ, რაღაც რუსული შხამით არის, სავარუდოდ, მოწამლული. ყველა სახის საკვლები მასალა, რაც საჭირო იყო, გაგზავნილია ევროპის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ლაბორატორიაში, მიმდინარეობს კვლევა და თუ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, ეს დიდი სკანდალი იქნება, რა თქმა უნდა.
ერთი თვის წინ გაგვიჩნდა და მყისიერად გადავგზავნეთ საკვლევი მასალები უცხოურ კლინიკაში. კვლევის შედეგედ თუ დადასტურდა, რომ მო მოწამლულია, მერე აღარ ვიტყვით, რომ ეჭვი გვაქვს, მერე ვიტყვით, რომ მოწამლულია.
ინტერვიუ ჩაწერა ლევან ჯავახიშვილმა, “ალიასთვის”.
მოწამლეს თუ არა სააკაშვილი – რა აღმოაჩინა ადვოკატმა სამედიცინო მასალებში?
კომენტარები