ჟურნალისტი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“პატარა რომ ვიყავი კლასგარეშე სკოლაში დავდიოდი – მსოფლიო ლაბორატორია ერქვა. პირველ სკოლაში ვიყავით, მერე ომის დროს დაიწვა და 46-ეში გადავედით.
ერთხელ მახსოვს მგონი გაგა ნიჟარაძემ წაგვიკითხა ლექცია და ეკლესიებზე და საათებზე გველაპარაკა.
როგორ აღიქვამენ დროს იქ, სადაც ეკლესიაზე საათია.
და იქ, სადაც საათი არაა.
ძალიან ჩამრჩა, მე ძალიან პროტესტანტული სულისკვეთების ოჯახში გავიზარდე სადაც ყველა მუშაობდა, მუშაობს და ყველას თავისი წვლილი შეაქვს ოჯახის კეთილდღეობაში, სადაც სირცხვილია თუ არაფერს ქმნი, სადაც დროის ფასი იციან. სადაც იციან რომ დროში რაღაცეები უნდა მოასწრო – რაღაც შექმნა, ვიღაც გააცინო, გაართო, ან თუნდაც საკუთარი ჭია გაახარო.
Life is too short – ბევრი გაქვს მოსასწრები! – ამას დაგვძახის ბებიაჩემი ქსენიას და ბაბუაჩემი თენგიზის ოჯახში გაზრდილებს ჩვენი ბიოლოგიური საათი.
ავტობუსსაც არ ველოდები, ფეხით მივდივარ და გზაში მეწევა – ან ვერ მეწევა.
არ დაგიმალავთ – მინდა რომ
სხვა ქართველებიც ასეთები გახდნენ და დროის ფასი ისწავლონ. საკუთარის თუ არა, სხვისის – მაინც.
მინდა გაიგონ, რომ ადამიანის ცხოვრება ძალიან ძვირფასი წუთებისგან შედგება, რომელიც არ შეიძლება უპასუხისმგებლოდ გაფლანგო და თუ ფლანგავ, უნდა შეწუხდე!
პ.ს. 1997 წელს გიგა რომ მომეწონა და ვახშამზე დავთანხმდი, დააგვიანა და არ დაველოდე.
2005 წელს დამეწია.”
კომენტარებში, ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძეც წერს.
ტრაპაიძე:
თამარ, როგორც ჟურნალისტები ამბობენ გიგა ახლაც აგვიანებს, ინტერვიუზე.
ჩერგოლეიშვილი:
დიანა როგორც არაერთხელ აგიხსენი გიგა სხვა პიროვნებაა! ჰოი საოცრებავ და მე მისი დედა არ ვარ, რომ პასუხი ვაგო! მესმის რომ ზოგიერთ ცოლს თავი ქმრის დედა ჰგონია. მე მათ რიცხვში არ ვარ.
ტრაპაიძე:
შენ დაწერე რომ დამეწიაო. ანუ დროის მართვა ისწავლაო, ასე გავიგე
ჩერგოლეიშვილი:
თქვენც დამეწიეთ მერე, არავის დაუშლია – მე არ მალოდინოთ და ისე მეცით პატივი, როგორც მე გცემთ – ბოდიში მომიხადეთ თუ დააგვიანებთ, როგორც მე ვიხდი იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ვაგვიანებ და ნუ უკადრისობთ, რომ თქვენი გადაცემის გარშემო არ ტრიალებს ჩემი მზე. არა არ უსწავლია. უბრალოდ მე არ ველოდები და არ მაცდევინებს. არ გააჩნია მოლოდინი რომ მე უნდა ველოდო. სადაც მეწევა, მეწევა. კულტურული კაცია და სწორად აგებს მოლოდინებს.
ტრაპაიძე:
დრო ძვირფასია, მაგრამ ცოცხალ ეთერს ახლავს ხოლმე გაუთვალისწინებლობა. ეთერში რომ არ გაგერჩია დარწმუნებული ვარ აგიხსნიდნენ ყველაფერს. ნამდვილად არავის გვგონია რომ მზე ჩვენს გარშემო ტრიალებს.
ჩერგოლეიშვილი:
მე ვფიქრობ რომ გგონიათ და ეთერში გარჩევამ ეს მხოლოდ დაამტკიცა. ბოდიშს მივიღებდი, რომ არ გეგონოთ. თქვენ გგონიათ იმდენად მნიშვნელოვანი ხალხი ხართ, გვეკუთვნის რომ დრო ვფლანგოთ თქვენი ქრონომეტრაჟით. ინგას რეპლიკამ ეგ დაამტკიცა. როცა გადააფასებთ მაგას, წინ წავალთ.
ტრაპაიძე:
თამარ, პროდიუსერები თავს იზღვევენ დიდი მანძილის გამო და ცოტა ადრე იბარებენ სტუმრებს, მერე ეთერის მიმდინარეობდა, წამყვანს სულ არ ეცოდინებოდა 50 წუთის ამბავი.
ჩერგოლეიშვილი:
იცოდა. 22:00 საათზე ვთქვი რომ მივდივარ, ვეღარ ვიცდი და წამყვანის თხოვნა გადმომცეს 10 წუთში ვასრულებო. თუ მომატყუეს, არ ვიცი.
კომენტარები