ეთიოპიაში, ამჰარის რეგიონში, მეამბოხეებმა კონტროლი მოიპოვეს კლდეში ნაკვეთი, მართლმადიდებლური ეკლესიებით განთქმულ ქალაქ ლალიბელაზე, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, – ამის შესახებ BBC წერს.
მეამბოხეები მეზობელი ტიგრაის რეგიონიდან არიან. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონშიც, მოსახლეობის უმეტესობა 95.5% მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ლალიბელა, რომელიც მე-13 საუკუნის ტაძრების ქალაქია, მილიონობით მართლმადიდებლისთვის წმინდა ადგილია.
გასული წლის ნოემბრის შემდეგ, ეთიოპიაში ომის დაწყების შემდეგ, ათასობით ადამიანია მოკლული. ამჟამად ომი ტიგრაის ორ მეზობელ რეგიონში – ამჰარასა და აფარში მიმდინარეობს.
ლალიბელას მერის მოადგილის თქმით, სროლა არ ყოფილა, თუმცა მოსახლეობა სახლებს ტოვებს და ქალაქიდან გარბის. ის შიშობს, რომ უძველესი ტაძრები მეამბოხეების მიერ განადგურების საფრთხის წინაშეა.
ლალიბელაში 11 კლდეში ნაკვეთი ტაძარია. ტაძრები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1978 წელს შევიდა.
კომენტარები