უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა – თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი ნახეს. გულუას ოჯახს, ეჭვი აქვს, რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს და მერე სახურავიდან გადმოაგდეს. მათ ეჭვს სხეულზე ამოჩენილი დაზიანებებიც ამყარებს.
“ეჭვი მაქვს, რომ ან იჩხუბეს, მივიდა და მარტო ის ვერ იზამდა ამას, მას ეტყობა ძალადობის კვალი. ყელზე აქვს რაღაც მოჭერილი და აღნიშნება ეს კვალი. ეტყობა გაგუდეს და მერე გადმოაგდეს…
ვფიქრობთ, რომ დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად” – აცხადებენ დაღუპულის ახლობელები.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.
ნიუპოსტი
კომენტარები