უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
“რა ვერ გამოიძიეს ასტრაზენეკას აცრის მერე გარდაცვლილი ექთნის ამბავი? დავიჯერო, ზუსატდ არ იცით, რამ მოკლა? რატომ აჯანჯლებთ? იმ ექიმებს ხომ არ აფარებთ ხელს, რომლებმაც დროული დახმარება ვერ აღმოუჩინეს? საბოლოოდ, დადასტურდა თუ არა იმ ქალის მიერ წინა დღით საშიში პრეპარატის თვითნებური მიღება? რატომ არ გვცემს პასუხს პროკურატურა? კიდე რამდენი წელი უნდა გავიდეს?
რეალურად, რა თქმა უნდა, არ სჭირდება წელიწადზე მეტი არც ერთ ექსპერტიზას და არც ერთი მოწმის გამოკითხვას.
რატომ არ კითხულობენ ამ ამბავს ჟურნალისტები?
ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ შემთხვევის გამო ბევრი ანტივაქსერი გახდა და როდესმე პასუხი ხომ უნდა გაეცეს იმ ბურუსით მოცულ სიკვდილს?
სადაა სახელწმიფოს მიერ ჩატარებული თუნდაც ერთი კამპანია აცრებზე?
არც ერთი ორჯერ აცრილი ადამიანი რომ არ მომკვდარა და ყოველ დღე 30 აუცრელ ადამაინს რომ ვდებთ კუბოში, ამაზე რატო არ ლაპარაკობს მთავრობა და რატომ არ იშენს თავში ხელს? ეტყობა ღარიბაშვილს ეცოტავება დღეში 30 კუბო.”
კომენტარები