ბლოგერი კახაბერ ადამია:
,,მიხარია რომ ეს კაცი გავიცანი,, ასე განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, ივანიშვილის კარზე თავისი პირველი პრემიერობის დროს, თურქეთში სამუდამო პატიმრობა მისჯილ თურქ ბიზნემსმენ – გალიფ ოზთურქზე, რომელსაც გუშინ, ივანიშვილისვე სასამართლომ, ნარკოტიკების შენახვისა და საგადასახადო დოკუმეტაციის გაყალბების გამო, 8 წელი ციხე მიუსაჯა…
ივანიშვილის რეჟიმი, გარდა იმისა, რომ არის მარიონეტული რუსული რეჟიმი, ის ასევე კრიმინალური რეჟიმიცაა, რისი დამადასტურებელი ერთერთი ფაქტი, გალიფ ოზთურქის ქართული ისტორიაა, რომელზეც ინფორმაცია, ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში უხვად მოიპოვება…
თურქული სასამართლოს მიერ, 2003 წლიდან რამდენჯერმე ნასამართლევი, ბოლოს კი მძიმე მუხლით (მკვკელობის ორგანიზება) დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მისჯილი და ძებნილი ბიზნესმენი – გალიფ ოზთურქი, 2013 წლიდან ოფიციალურად საქართველოში იმყოფება და და მან, ივანიშვილის რეჟიმისაგან თავშესაფარი მიიღო…
კომპანია Metro Turizm-ის მფლობელმა მდიდარმა თურქმა, პირადად ივანიშვილის თანხმობით მიიღო ხელშეუხებლობა, საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოში ბიზნესის კეთებისათვის მწვანე შუქი… რისთვისაც, საქართველოში სოლიდარობის ფონდს მილიონი (ორჯერ ხუთასი ათასი) ლარი ოფიციალურად ჩაურიცხა… და ის, რაც მეზობელი ქვეყნის ძებნილ ბიზნესმენს არაოფიციალურად ექნება გადახდილი ივანიშვილისა და მისი ხელის ბიჭებისთვის, ნაღდი ფულის თუ ბიზნესიდან მოგების წილის სახით, ყველა გონებაგახსნილმა ქართველმა, თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ…
2014 წლიდან, საქართველოს ეკონომიკაში, გალიფ ოზთურქმა ათეულობით მილიონის ინვესტიცია ჩადო და ბათუმში საკმაოდ მსხვილი სამშენებლო პროექტები განახორციელა… სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ამ პროექტებში თურქებთან ერთად საკმაოდ ბევრი ქართველი იყო დასაქმებული და ლუკმაპურს შოულობდა…
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ოზთურქმა პარალელურად საქმეები ,,დაალაგა,, თურქეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთანაც, რომ ის, საქართველოში არ შეეწუხებინათ და მისი ექსტრადაცია არ მოეთხოვათ… თურქეთში 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, ერთერთ მიტინგზე, თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ,,მეტრო ტურიზმის,, პატრონს, თითქოსდა თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებში მოკალათებული ფეტულაჰ გიულენის მიმდევრები, ფულის ,,შეწერას,, უპირებდნენ და ამიტომაც შეთხზეს მის წინააღმდეგ სააქმეები, თუმცა ამ სიტყვების დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები, თურქეთის ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია და ოზთურქი, დღემდე სამუდამო პატიმრობა მისჯილად და ძებნილად ითვლება თურქეთის რესპუბლიკაში.
ასე და ამგვარად, თურქი ბიზნესმენი აგრძელებდა ცხოვრებას, უამრავი შვილების და კაპიტალის გაზრდას საქართველოში – 2022 წლამდე…
გასულ მაისის თვეში კი მოხდა ის, რაც ხშირად ხდება კრიმინალურ ხელისუფლებასა და კრიმინალური მენტალობის მქონე ბიზნესმენს შორის, როდესაც ისინი ფულს ვერ იყოფენ… ეტყობა ოზთურქმა ივანიშვილის ,,ობშიაკში, იმდენი არ გადაიხადა, რამდენსაც მისგან ითხოვდნენ და მაშინათვე მის წინააღმდეგ ამოქმედდა კრიმინალური ხელისუფლების ,,სამართლებრივი მანქანა,,
ირაკლი ღარიბაშვილის და ასევე ივანიშვილის მიერ ხელდასმული ყველა სხვა პრემიერის ,,ლუბიმჩიკი,, თურქი ბიზნესმენი, გასული წლის მაისს, მეტი დამაჯერებლობისათვის, ისეთი მუხლით დააპატიმრეს, რომლის მსგავსითაც ის თურქეთში ერთხელ უკვე იყო გასამართლებული… მას, საკუთარ სახლში, სადაც სუროგაციის გზით გაჩენილი მისი 30-მდე შვილი იზრდებოდა, 9 გრამი კოკაინის შენახვა დასდეს ბრალად… ხოლო შემდგომში, საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბება ,,დაუმტკიცეს,, რითაც ბრალი დაუმძიმდა და გუშინ, ოზთურქს, ბათუმის სასამართლომ – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მსჯავრდებული გალიფ ოზთურქი, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებში (როგორც საქართველოს მოქალაქე) მოგვიწოდებდა გაგვეგრძელებინა ივანიშვილის მიერ დაწყებული ,,სტაბულურობისა და აღმშენებლობის,, პოლიტიკა, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ახლა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მის დაპატიმრებას – პოლიტიკას უკავშირებს… :)”
კომენტარები