უკრაინელი სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ საქართველოში შემოსვლისას თბილისის აეროპორტში ისიც დააყოვნეს და მას რამდენიმე ზარის განხორციელება დასჭირდა ქვეყანაში შემოსასვლელად.
ლუდმილა დენისოვა:
“მინდა გუშინ თბილისის აეროპორტში მომხდარ ფაქტზეც ვისაუბრო. მესაზღვრეებმა გამაჩერეს და მთელი 40 წუთის განმავლობაში მკითხავდნენ – აინტერესებდათ საქართველოში რატომ ჩამოვედი ან რა საქმე მქონდა. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება რამდენიმე ზარის შემდეგ მომცეს. ეტყობა რომ რაღაცა წესრიგში არ არის”
დენისოვამ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესახებ მომზადებულ ანგარიშს ევროპარლამენტარებს, დიპლომატებს და უკრაინის პრეზიდენტს გაუგზავნის.
მან თქვა ისიც, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, უკვე ოთხი კრიზისული შეტევა ჰქონდა.
კომენტარები