ფოტო ნოდარ რუხაძემ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა.
სალომე ბარკერი:
“აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე ვიყავით ჯერ პარლამენტის წინ, მერე კანცელარიის წინ და აქციის ბოლოს წამოსვლას ვაპირებდით უკვე, გამოვაცხადეთ კიდეც რომ ვსო, მადლობა და წავედით, ინგოროყვაზე გამოსულს უცბად ეცა პოლიციის ჯგრო გიგას და გაათრია, ამოვიღეთ ტელეფონები, დავიწყეთ გადაღება, და რა თქმა უნდა ერთ წამში მოვარდნენ და დააკავეს იქვე მდგარი Zuka Berdzenishvili რომელიც თავისივე ლაივშიც ჩანს ალბათ რომ უბრალოდ იღებს. მერე ბარემ დაერივნენ ასე გამორჩევით და ვინც ეცნოთ ყველა დააკავეს, ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა ყველას სახელი არ ვიცი. (მომწერეთ თუ დაკავებულებში მეგობარი ამოიცანით ვინმემ)
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ნოდარ რუხაძე, გიგა მაქარაშვილი, გიორგი მჟავანაძე, ზუკა ბერძენიშვილი, გუკა გოლიაძე, ნატა ფერაძე, გვანცა პერტია, ბაჩი ვალიშვილი.
ცოტა ხნის წინ, ნატა ფერაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და კიდევ რამდენიმე ქალბატონი გაათავისუფლეს, ბიჭები კი იზოლატორში გადაიყვანეს.
“რატომ იჭერთ, თქვე მონებო? – ნუ იღებთ!” – რა ვიდეო გაავრცელა დაკავებამდე ზუკა ბერძენიშვილმა
კომენტარები