ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომელზეც შეხვედრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრეს.
განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.
კომენტარები