მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ოთხი ქვეყანა რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
არსებული ინფორმაციით, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ევროკავშირს სანქციების მე-11 პაკეტში რუსეთის ატომური ენერგეტიკის სექტორის ჩართვა შესთავაზეს.
30 მარტით დათარიღებული დოკუმენტი მოიცავს ინდივიდუალურ სანქციებს Rosatom-ის საბჭოს წევრებისთვის და კომპანიასთან ახალი კონტრაქტების აკრძალვას.
დოკუმენტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ბოლო დროს უარი თქვეს რუსეთთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობაზე. მათ ჩეხეთის მაგალითი მოჰყავთ, რომელმაც გასული წლის მარტში “როსატომს” ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობის უფლება არ მისცა. 2022 წლის მაისში ფინეთმა უარი თქვა რუსულ სააგენტოსთან თანამშრომლობაზე ბირთვული რეაქტორის მშენებლობისთვის.
კომენტარები