ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ მორიგ, გაძლიერებულ სანქციებს დათანხმდნენ.
“წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ევროკავშირის გაძლიერებულ, გახანგრძლივებულ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ.
მივესალმები ამას.
ეს ძლიერ სიგნალს უგზავნის მოსკოვს: ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”
კომენტარები