„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა:
„ჩვენ კვლავ სერიოზული სირთულეებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ ეუთო-ს ყველა განზომილებაში, COVID პანდემიით გამოწვეული და არა მხოლოდ.
ვხედავთ დემოკრატიული უკუსვლის, მანიპულირებული არჩევნების, სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობებს, ავტოკრატიული და კლეპტოკრატიული მთავრობების ტენდენციებს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფების მიმართ, კონფლიქტებსა და ძალადობრივ შეტაკებებს, შეუსრულებელ ვალდებულებებს და კვლავ ნაკლებობას პოლიტიკური ნების პოზიტიური თანამშრომლობისთვის.
სიღარიბე და კლიმატის ცვლილებები კვლავ მწვავე საკითხებად რჩება ეუთო-ს რეგიონში.
ასევე საქართველოში, სადაც ოკუპაცია, ანექსია და ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს. მოქალაქეებს სისტემატურად იტაცებენ და აპატიმრებენ ე.წ. საოკუპაციო ხაზის დარღვევის გამო.
ბელარუსში არსებულ ვითარებას, სადაც ათიათასობით ოპოზიციის მომხრე არის ციხეში და არანაირი კომპრომისის ან დიალოგის ნიშნები ჯერ კიდევ არ არსებობს.
ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რაც ეუთო-ს მთავარი ინსტრუმენტია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული პროცესი, რაზეც კომპრომისი არ შეიძლება. ეს არის ჩვენი ერთიანობის ქვაკუთხედი უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში“
კომენტარები