აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებისთვის ძალიან ძლიერ მისიას აგზავნის
მისივე თქმით, არჩევნებზე დაკვირვებისთვის ხმის მიცემის დღეს აშშ-ის საელჩო წარმომადგენლებს გაგზავნის.
„ვნახე ძალიან კარგი ამბავი, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აგზავნის საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებისთვის ძალიან ძლიერ მისიას როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მონიტორინგისთვის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი…
დამატებით, როგორც ყოველთვის, საელჩოს წარმომადგენლებს გავაგზავნით არჩევნებზე დაკვირვებისთვის ხმის მიცემის დღეს. ასევე იქნებიან საქართველოში მყოფი ადგილობრივი, პროფესიონალი და გამოცდილი დამკვირვებლები „აირაი“ და „ენდიაი“ ჩართული იქნებიან მონიტორინგში. მათ დაკვირვებისა და საქართველოში არჩევნებში ჩართულობის დიდი გამოცდილება აქვთ და ისინი ახლაც არ გამოტოვებენ ამ შესაძლებლობას დააკვირდნენ არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ისინი უკვე მუშაობენ მათი მონიტორინგის ჯგუფების შემადგენლობის ფორმირებაზე.
ჩვენ ველოდებით მეტ რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, თუ რა ზომების დაცვა იქნება აუცილებელი, რათა ყველა მონიტორინგის მისიამ და ამომრჩევლებმაც შეძლონ საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოდ მისვლა“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
იმედია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი პრობლემებს არ შეუქმნის 2020 წლის არჩევნებზე ჩამომსვლელ დამკვირვებლებს.
კომენტარები