მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან. მობინადრეები სახლებიდან მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა.
გაუსაძლისი სუნი, თვალების წვა და თავბურსხვევა – ეს ის სიმპტომებია, რომლებსაც აღწერდნენ ადამიანების 112-ში დარეკვისას. ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.
პირველადი ვერსია ბუნებრივ აირს უკავშირდებოდა, თუმცა შემოწმებამ გაზის გაჟონვა არ დაადასტურა.
კომენტარები