ხაშურის საავადმყოფოს ადმინისტრაცია სამშობიარო განყოფილებას აუქმებს. გადაწყვეტილება 10 აპრილიდან შევა ძალაში.
საავადმყოფოში მშობიარეებს დღეიდან უკვე აღარ იღებენ და სხვა ქალაქების კლინიკებისკენ ამისამართებენ.
სავარაუდოდ, სამშობიარო განყოფილების გაუქმება მშობიარეების სიმცირის გამო გადაწყვიტეს.
როგორც სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი, ვასილ ძინძიბაძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მძიმე შედეგებს გამოიწვევს და შესაძლოა, დედების და ჩვილების სიკვდილიანობის ზრდის მიზეზიც გახდეს, რადგან, მშობიარეების გადაყვანა სხვა ქალაქებში დროსთანა დაკავშირებული.
საკითხთან დაკავშირებით ხაშურის საავადმოყოფოს ადმინისტრაციას, რომელიც “ევექსის” ქსელში შედის, განმარტებები არ გაუკეთებია. განყოფილების დახურვის შემდეგ, თანამშრომლების ერთი ნაწილი უმუშევარი რჩება.
პრაიმტაიმი
კომენტარები