ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი. სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა მოიცავდეს როგორც ახალ, ასევე უკვე არსებულ, COVID-19-ის გახანგრძლივებულ სიმპტომებს.
ევექსი კლინიკების კლინიკურმა გუნდმა, პანდემიის ფარგლებში, შეისწავლა მსოფლიოში პოსტ-კოვიდ სინდრომის ამ მომენტისთვის არსებული გამოცდილება, რეკომენდაციები და კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის შექმნა პოსტ-კოვიდ პროგრამა და რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები.
პოსტ-კოვიდ პროგრამის ფარგლებში ევექსი კლინიკების კლინიკური გუნდის მიერ სპეციალური ტრენინგები გაიარა 2000-მდე ოჯახის ექიმმა და სპეციალისტმა. ასევე, ექიმებმა გაიარეს დამატებითი გადამზადება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის, ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორის მიერ.
პროგრამის ფარგლებში კოვიდ გადატანილი პაციენტებიშეძლებენ გამოიკვლიონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდონ COVID-19-ის გადატანის შემდგომი გართულებები.
პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა მომხმარებელს, დაზღვევის პირობის მიუხედავად, 62 ლარიდან შეუძლია. კვლევები მოიცავს 30-მდე ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ გამოკვლევებს და ექიმების კონსულტაციებს. დამატებითი შეღავათები ვრცელდება ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.
პოსტ-კოვიდ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.postcovid.ge სადაც მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას პოსტ-კოვიდ სინდრომის, გამოკვლევების და მათი მნიშვნელობის შესახებ. ვებგვერდზე არსებული ქვიზი მომხმარებლებს მისცემს ინფორმაციას ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია მათთვის რეკომენდებული.
პროგრამის ფარგლებში შექმნილი კვლევები დაყოფილია ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ როგორი სიმძიმით გადაიტანა პაციენტმა კოვიდ-19-ის ვირუსი.
- გამოკვლევები A-თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობით
- გამოკვლევები B – თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი, სიმპტომური მიმდინარეობით
- გამოკვლევები C – ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი/საშუალო მიმდინარეობით
- გამოკვლევები D – პაციენტი COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით
გამოკვლევების შერჩევა მოხდება ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზის და ფიზიკური გასინჯვის შესაბამისად.
პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვა საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაშია შესაძლებელი. გამოკვლევების ჩასატარებლად აუცილებელია პაციენტი ჩაეწეროს მისთვის სასურველ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმთან ქოლცენტრის მეშვეობით 032 2 55 05 05.
ევექსი კლინიკების შესახებ
„ევექსი კლინიკები” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში აერთიანებს 33 კლინიკას, საიდანაც 14 პოლიკლინიკა, ხოლო 19 მცირე ზომის კლინიკაა. ორივე ერთეული პირველად ამბულატორიულ მომსახურებას ახორციელებს. კლინიკების მიმართულებით მომსახურებების სპექტრი უფრო მაღალია და ტარდება მცირე ოპერაციები. პოლიკლინიკებში კი პაციენტებს სრული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.
კომენტარები