“ევექსის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ისინი 2 კვირით საკარანტინო რეჟიმში არიან გადაყვანილი. კლინიკაში აცხადებენ, რომ კონტაქტში მყოფ პირებს კვლევის შედეგად დაავადება არ გამოვლენიათ.
„იდენტიფიცირებულია პაციენტების ჯგუფიც, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან პასუხს ველოდებით. სულ გამოვლენილია 17 კონტაქტი, რომელთაგანაც არცერთს არ დაუდასტურდა ინფექცია, რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, მსუბუქი ხასიათისაა” – ამბობს კლინიკის პრესსამსახური.
Covid-19 შუა ხნის ქალს დაუდგინდა, ის სამედიცინო კლინიკის ექთანია. უცნობია, რა გზით გადაედო მას ინფექია.
ნიუპოსტი
კომენტარები