ევროკავშირი დისკრიმინაციული კანონისა და ე.წ. ანტი-ლგბტ ზონების დაწესების გამო, პოლონეთის მთავრობას 150 მილიონიანი დახმარების შეჩერებით ემუქრება.
გასულ წელს პოლონეთის 100-მდე ადმინისტრაციულმა რეგიონმა თავი გამოიცხადა “ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად”, სადაც სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებები შეზღუდულია.
გაყინული თანხა ევროკავშირის დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც COVID-19 პანდემიის შემდეგ ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობაზეა გათვლილი. პოლონეთის დახმარებაზე, საერთო ჯამში, 2 მილიარდი დოლარამდეა გამოყოფილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლონეთის მთავრობას ევროკომისიისგან დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წერილები მიუვიდათ.
კომენტარები