ვროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად 3 000 000 ევროს გამოყოფს.
როგორც ბრიუსელში განაცხადეს, თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება.
„ევროკავშირი დაზარალებული მოქალაქეების გვერდით დგას. მივესალმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ დაუცველი, იძულებით გადაადგილებული ადამიანები.
ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო გამოყოფილი“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
კომენტარები