ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა იმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა და უკრაინელი ხალხის დახმარებაა.
„ევროკომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე, მათ შორის რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვაზე“ – ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის წინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
კომენტარები