თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის შემაშფოთებელი პოზიცია მათი ქვეყნის საზღვრებთან სირიელი მიგრანტების ნაკადების ზრდასთან დაკავშირებით, არის დაგვიანებული.
„თურქეთი არ დაუკეტავს თავის საზღვრებს ლტოლვილებს, რათა გადალახონ ევროპის ქვეყნების საზღვრები. რეკავენ და გვეუბნებიან, ჩავკეტოთ საზღვრები. მე კი მათ ვეუნები, რომ უკვე საგრძნობლად გვიანია. დასავლეთმა მიგრანტებზე პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. დღეს ჩვენ ბულგარეთის პრემიერს შევხვდებით, ხვალ გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს გავესაუბრები აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ იდლიბის რეგიონში სირია/ რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს 33 სამხედროს გარდაცვალების შემდეგ, თურქეთმა ევროკავშირის ქვეყნებისკენ, კერძოდ საბერძნეთისა და ბულგარეთის მიმართულებით საზღვრები გაუხსნა სირიელ მიგრანტებს, რომლებსაც გადასვლა სურთ ევროპაში.
დაძაბულობაა თურქეთისა და საბერძნეთის, ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან , სადაც პოლიციამ აგრესიულ ლტოლვილთა ნაკადების შესაჩერებლად ცეცხლიც კი გახსნა, რომლის დროსაც ერთი სირიელი მიგრანტი გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა. თურქეთის საზღვარი ბოლო დღეების მანძილზე დაახლოებით 100 000-მა მიგრანტმა დატოვა
კომენტარები