პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუშვა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს.
შსს-ს წარმომადგენლებს მათთვის ხელი არ შეუშლია.
აქცია “თავისუფლებისთვის” მონაწილეებმა ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. ადგილზე რჩებიან კონტრაქციის მონაწილე ჯგუფები, რომლებიც ისევ აგრესიულები არიან.
პოლიცია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია.
მანამდე, ისინი პიროტექნიკას, ქვიშით სავსე ბოთლებსა, ქვებს ისროდნენ მოქალაქეების და პოლიციელების მიმართულებით, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციელებს თვალებში შეასხეს გაურკვეველი ნივთიერება.
შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.
კომენტარები