დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ ევროკავშირის დროშის წარმოშობის წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დასავლური საეკლესიო ტრადიციით შესრულებული ქანდაკება, სადაც ქალწულ მარიამს თავზე შარავანდედი 12 ვარსკვლავით აქვს მოსილი, ხოლო ფეხები დადგმული აქვს ლურჯად შეღებილ სფეროზე, რომელზედაც ასევე ყვითელი ფერის ვარსკვლავებია.
ევროკავშირის დროშის შემქმნელი გახლავთ სტრასბურგელი დიზაინერი არსენ ჰეიცი, რომელმაც თქვა, რომ ამ დროშის შექმნისას მისი შთაგონების წყარო სწორედ სტრასბურგის კათედრალში (ნოტრ-დამი) არსებული მარადქალწული მარიამის ქანდაკება იყო.
ქვემოთ ფოტოზე ასახულია აღნიშნილი ქანდაკება.“
კომენტარები